"ბევრს ლაპარაკობთ" - ლეო მესი მატჩის მიმდინარეობისას ხამეს როდრიგესს სიტყვიერად დაუპირისპირდა
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა კოლუმბიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, 70-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
ამის შემდეგ ლეო მესი ხამეს როდრიგესს სიტყვიერად დაუპირისპირდა. TyC Sports-ის ცნობით არგენტინის ნაკრების კაპიტანი, სავარაუდოდ, გაღიზიანებული იყო როდრიგესის ბოლოდროინდელი კომენტარებით 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალთან დაკავშირებით, როდესაც კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ასეთი რამ თქვა:
შესანიშნავი კოპა ამერიკა გვქონდა. ცხადია, ტიტული გვსურდა, მაგრამ კოპა ამერიკა გარე ფაქტორების გამო ვერ მოვიგეთ. მსაჯმა არგენტინას მხარი დაუჭირა. მან რამდენიმე პენალტი არ დაგვინიშნა. ჩემი აზრით, ჯარიმები აშკარა იყო. - ხამეს როდრიგესი
დღევანდელ თამაშში ლეო მესიმ ხამეს როდრიგესს კი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ასეთი რამ უთხრა:
თქვენ თქვით, რომ ფინალში დაგვეხმარნენ. ბევრს ლაპარაკობთ. - ლეო მესი
კოლუმბიელი ფეხბურთელის პასუხი:
მე არაფერი მითქვამს - ხამეს როდრიგესი
არგენტინის ნაკრების კაპიტანს მატჩის შემდეგ ინციდენტის შესახებ ჰკითხეს, თუმცა მხოლოდ ერთი პასუხი გასცა:
რაც მოედანზე ხდება, მოედანზე რჩება - ლეო მესი
🔥🗣 "VOS DIJISTE QUE NOS HABÍAN AYUDADO EN LA FINAL, HABLÁS MUCHO”
— TyC Sports (@TyCSports) June 11, 2025
El tenso cruce entre Lionel Messi y James Rodríguez. #EliminatoriasEnTyCSports pic.twitter.com/QGexwSrQm6