Belive

რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერეს. Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა - ქართველთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა - 8.2 კოეფიციენტი მიიღო, ყველაზე დაბალი შეფასება კი, საბა ლობჟანიძემ და შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ჯიღაურმა მიიღეს, რომლის კოეფიციენტმაც - 6.1 შეადგინა. ყველა ქართველი ფეხბურთელის შეფასება საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ასე გამოიყურება: გიორგი ლორია - 6.8 ოთარ კაკაბაძე - 6.4 გურამ კაშია - 6.8 ლაშა დვალი - 6.7 გურამ გიორბელიძე - 7.3 ნიკა კვეკვესკირი - 6.3 ჯაბა კანკავა - 6.9 გიორგი აბურჯანია - 6.7 ოთარ კიტეიშვილი - 6.7 საბა ლობჟანიძე - 6.1 ხვიჩა კვარაცხელია - 8.3 ბუდუ ზივზივაძე - 6.6 გიორგი ქვილითაია - 6.5 ვაკო გვილია - 6.2 ჯაბა ჯიღაური - 6.1 საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, "ჯვაროსნები" რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები