რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ტორინოსთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ტორინო'' სტუმრად 4:0 დაამარცხა.
მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (9,5) ჩამორჩა.
ხვიჩა ,,ტორინოს” წინააღმდეგ ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა და 37-დან 32 სწორი გადაცემა გააკეთა (86%).
ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 8,3 ქულით შეაფასა, ყველაზე მაღალი შეფასება კი ოსიმენს (8,7) დაუწერა.
27 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, ,,მილანთან'' შინ გამართავს.