Belive

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო დრიბლიორებს შორის მეორეა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 3 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო დრიბლიორებს შორის მე-2 ადგილს იკავებს.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე სამ შეხვედრაში 22 წარმატებული დრიბლინგია, რითაც მხოლოდ ,,პსვ-ს'' გარემარბს, ნოა ლანგს (23) ჩამორჩება.

Top ხუთეულში, ასევე, ბარენეჩეა (სოსიედადი, 20), რაფაელ ლეაუ (მილანი, 20) და დოკუ (მანჩესტერ სიტი, 18) შედიან.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები