რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "რომას" სტუმრად, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 1:0 სძლია და მორიგი, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
რაც შეეხება 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მისი შეფასება Sofascore-ის ვერსიით - 6.7 იყო, ხოლო დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ნათამაშები წუთი: 90
კოეფიციენტი: 6.7
კარისკენ დარტყმა: 1
დაბლოკილი დარტყმა: 1
წარმატებული დრიბლინგი: 4/10
ბურთთან შეხება: 52
პასის სიზუსტე: 17/22 (77%)
დიაგონალური პასი: 1
გრძელი პასი: 1/3
მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 10/19
ბურთის დაკარგვა: 18
ჯარიმა: 1
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 3
სახიფათო მომენტის განმუხტვა: 1
ვარდნა: 1
მის წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული: 1
ხვიჩა კვარაცხელიას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება "რომასთან" მატჩში:

ნეაპოლურ კლუბს 29 ქულა აქვს და სერია A-ში პირველ პოზიციას იკავებს. შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" 2 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით, "რეინჯერსის" წინააღმდეგ ელის.