Belive

რომამ ნახევარდაცვა გააძლიერა - რენატო სანჩესი და ლეანდრო პარედესი დედაქალაქურ კლუბში ითამაშებენ

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნემანია მატიჩის, ბენჟამინ ტაჰიროვიჩისა და გონსალო ვილარის კლუბიდან გაშვების შემდეგ, დედაქალაქურმა კლუბმა ნახევარდაცვაში 2 ფეხბურთელი: რენატო სანჩესი და ლეანდრო პარედესი დაიმატა. 

რომაულმა კლუბმა რენატო სანჩესი "პსჟ"-დან, ლეანდრო პარედესი კი "იუვენტუსიდან" დაიმატა. ლეანდრო პარედესი შეიძინეს, ხოლო რენატო სანჩესი იჯარის წესით დაიმატეს. 

25 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი რომაულ კლუბში პარიზული გრანდიდან გადმოვიდა. მას იტალიის სერია A-ში თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც არიან: მიუნხენის "ბაიერნი"; "ბენფიკა"; "სუონსი"; "ლილი" და "პსჟ". 

რენატო სანჩესი 2016 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია, მან დღემდე 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. 

რაც შეეხება მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ - ლეანდო პარედესს, იგი რომაულ კლუბში "იუვენტუსიდან" გადმოვიდა და 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოაწერა ხელი კონტრაქტს. 

29 წლის არგენტინელ ნახევარმცველს, რენატო სანჩესისგან განსხვავებით, სერია A-ში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მან ნახევარი კარიერაზე მეტი სწორედ იტალიურ კლუბებში გაატარა. "ბოკა ხუნიორსიდან" წამოსვლის შემდეგ, იგი ჯერ "კიევოში", შემდეგ "რომაში" და "ემპოლიში" თამაშობდა. იტალიური კარიერის შემდეგ იგი რუსეთში, კერძოდ კი "ზენიტში" თამაშობდა, რუსეთიდან "პსჟ"-ში გადავიდა, სადაც 4 წელი ითამაშა და შემდეგ 1 სეზონი იჯარის წესით "იუვენტუსში" გაატარა. 

ლეანდრო პარედესი დედაქალაქურ კლუბში 2015-2017 წლებში თამაშობდა და აღსანიშნავია, რომ რომაელი გულშემატკივრები მას დიდი სიყვარულითა და ოვაციებით შეეგებნენ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონი 19 აგვისტოს აიღებს სტარტს, დედაქალაქური კლუბი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 20 აგვისტოს, "სტადიო ოლიმპიკოზე" "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს. 

სხვა სტატიები