Belive

ნაპოლი დავიდ ნერეშის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და "ბენფიკას" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დავიდ ნერეშის ტრანსფერის გაოფიციალურებას ხელს აღარაფერი უშლის.

იტალიური და პორტუგალიური კლუბები ნერეშის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე სამომავლო ბონუსების სახით "ბენფიკა" კიდევ რამდენიმე მილიონს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ნერეში ნეაპოლში დღეს ჩაფრინდება, ორშაბათს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

27 წლის ბრაზილიელი ვინგერი "ბენფიკას" 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 55 მატჩში, 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები