Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს'' უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ,,ნაპოლის'' შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ხვიჩა ,,მილანის” წინააღმდეგ ბურთს სულ 57-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 30-დან 29 სწორი გადაცემა გააკეთა (97%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,3 ქულით შეაფასა (ასევე ყველაზე მაღალი შეფასება ,,ნაპოლის'' რიგებში).

28 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, ,,ლეჩესთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები