Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა
Goal.com-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი - ,,მანჩესტერ სიტია'', გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი კი ,,კოპენჰაგენს'' აქვს.
,,მოქმედი ჩემპიონები უკვე მეოთხედფინალში არიან... შეიძლება ითქვას, რომ ისინი მომდევნო ეტაპზე წილისყრის დასრულებისთანავე გავიდნენ. მიმდინარე სეზონში სიტის დაცვაში გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან კარის მშრალად შენახვა მათი ძლიერი მხარე არ არის. თუმცა, შეტევაში კვლავ ყველაზე საშიშები არიან, სწორედ ამიტომ ეს გუნდი რთული დასამარცხებელია.'' - წერს Goal ,,ქალაქელებზე''.
,,სიტის'' გარდა, Top ხუთეულში მადრიდის ,,რეალი'', ,,ინტერი'', ,,პარი სენ ჟერმენი'' და ,,დორტმუნდი'' მოხვდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი'', რომელიც გასულ სეზონში მეოთხედფინალში გავიდა, რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. ,,პარტენოპეიმ'' მერვედფინალის პირველ მატჩში ,,ბარსელონასთან'' 1:1 ითამაშა, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა კი 12 მარტს, კატალონიაში გაიმართება.
ლიგის მთავარი ფავორიტები Goal-ის ვერსიით:
მანჩესტერ სიტი
რეალი
ინტერი
პსჟ
დორტმუნდი
ბარსელონა
არსენალი
ბაიერნი
პორტუ
ლაციო
ატლეტიკო
ნაპოლი
პსვ
სოსიედადი
ლაიფციგი
კოპენჰაგენი