რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ კრემონეზესთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.
22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 83 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 6,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ხვიჩა ,,კრემონეზეს” წინააღმდეგ ბურთს სულ 47-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 26-დან 19 სწორი გადაცემა გააკეთა (73%).
ვებგვერდმა, Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 7,66 ქულით შეაფასა, რითაც ჯოვანი დი ლორენცოს, ირვინგ ლოზანოს, კიმსა და ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩა.
22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, ,,სასუოლოსთან” სტუმრად გამართავს.