რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ,,ბოლონიამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
დღევანდელ მატჩში 66 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Whoscored-ისგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში მხოლოდ დუბლის ავტორს, ვიქტორ ოსიმენსა (8,1) და ზამბო ანგისას (7,4) ჩამორჩა.
ხვიჩა ,,ბოლონიას” წინააღმდეგ ბურთს სულ 42-ჯერ შეეხო, 24-დან 19 სწორი გადაცემა გააკეთა (79%) და კარისკენ ერთხელ დაარტყა.
ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 6,8 ქულით შეაფასა.
37 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის”, რომელმაც ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, 87 ქულა აქვს. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 ივნისს, ,,სამპდორიასთან” შინ გამართავს.