Belive

Gazzetta dello Sport: "ლუკვარას წყვილი ლამაზი ფეხბურთის გარანტია ხდება"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება Gazzetta dello Sport "ნაპოლის" ახალი შემტევი დუეტის შესახებ საუბრობს. აღნიშნული მედია საშუალება საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გასული წლების, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორის, რომელუ ლუკაკუსგან შექმნილ ტანდემს, ლუკვარას უწოდებს. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ ქართველი და ბელგიელი შემტევებისგან დაკომპლექტებული დუეტი გულშემატკივარს ლამაზ სანახაობას შესთავაზებს.

"ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას რომელუ ლუკაკუ შეუწყვილა და მან ის ბრწყინვალე თამაშის სტილი დაიბრუნა, რომლითაც სადებიუტო, სკუდეტოს მომგებ სეზონში ყველა გააოცა.

ლუკაკუ გოლების გატანის გარანტიაა, რასაც მისი გამოცდილება ამბობს, რაც შეეხება კვარას, ის და ნეაპოლი ერთიანად ანათებენ, ლუკვარას დუეტი კი სილამაზის შემქმნელი ხდება", - წერს Gazzetta dello Sport.

სერია A-ს სეზონის სტარტზე, "ნაპოლიმ" სამი შეხვედრა მოიგო, 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ლიდერ "უდინეზესთან" ჩამორჩენა კი მინიმალურია.

რაც შეეხებათ ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს, ორივე მათგანის აქტივში 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია. მეხუთე ტურის მატჩში ნეაპოლელები პრინციპულ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს", სტუმრად, 21 სექტემბერს შეხვდებიან.

სხვა სტატიები