Belive

რა შემთხვევაში შეძლებს ჟირონა ლა ლიგის მოგებას? - კატალონიური გუნდის მწვრთნელის პასუხი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ჟირონას'' მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელმა, მისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა:

,,ბერნაბეუზე გამარჯვება ლა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად ვერ გვაქცევს. რეალი რომც დავამარცხოთ, ვფიქრობ, მათ დარჩენილი თოთხმეტივე მატჩის მოგება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, რეალთან გამარჯვება დიდი წინსვლა იქნება, თუმცა ჩემპიონატის მოსაგებად 90 ქულა გვჭირდება.'' - მიჩელი

ლა ლიგის 24-ე ტურში ,,რეალი'' ,,ჟირონას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 10 თებერვალს გაიმართება.

23 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში სწორედ ,,რეალი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ჟირონას'' 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები