მუნუერა მონტერო, რომელმაც ბელინგემი გააძევა, ლა ლიგის 25-ე ტურში არ იმსაჯებს
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხოსე ლუის მუნუერა მონტერო, რომელმაც ,,რეალისა'' და ,,ოსასუნას'' მატჩში მოედნიდან ჯუდ ბელინგემი გააძევა, ლა ლიგის 25-ე ტურში არ იმსაჯებს. ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ხელმძღვანელებმა მიიღეს. ეს იყო ერთგვარი პასუხი იმ შეურაცხყოფასა და მუქარაზე, რომელიც მონტეროსა და მისი ოჯახის წევრებისკენ იყო მიმართული.
რაც შეეხება უშუალოდ ბელინგემს, სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს განიხილავს. ინგლისელს დისკვალიფიკაციის გამო, შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს.
#NoticiaRelevo 🗞️ Y tras la polémica del Osasuna-Real Madrid...
— Relevo (@relevo) February 18, 2025
💥 El CTA deja fuera a Munuera Montero de las designaciones de la próxima semana.
✍️ @dominguezvdhttps://t.co/Zh3Hc7KrtK