რა შემთხვევაში ითამაშებს 10 ინგლისური კლუბი ევროტურნირებზე?
მას შემდეგ, რაც კრისტალ პალასმა FA თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან 1:0 მოიგო, ახლა რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე 10 ინგლისური კლუბი ვიხილოთ.
ჩემპიონთა ლიგა | 6 კლუბი
- პრემიერლიგის პირველი ხუთეული
- პლუს ევროპა ლიგის გამარჯვებული (მანჩესტერ იუნაიტედი ან ტოტენჰემი)
ევროპა ლიგა | 3 კლუბი
- მეექვსე ადგილი
- კრისტალ პალასი (FA თასის მფლობელი)
- ჩელსი (თუ კონფერენს ლიგას მოიგებს და ექვსეულს მიღმა დარჩება)
კონფერენს ლიგა | 1 გუნდი
- პრემიერლიგის მერვეადგილოსანი (ჩელსის კონფერენს ლიგის მოგება და მე-7 ადგილი პრემიერლიგაში)
დასაკმაყოფილებელი პირობები:
• ნიუკასლი ექვსეულში უნდა დარჩეს
• მანჩესტერ იუნაიტედმა ან ტოტენჰემმა ევროპა ლიგა უნდა მოიგონ და ხუთეულის გარეთ დარჩნენ
• ჩელსიმ კონფერენს ლიგა უნდა მოიგოს და ექვსეულს გარეთ დარჩეს