Belive

მანჩესტერმა ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა | დორგუ 10 კვირა ვერ ითამაშებს

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში, არსენალმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. "წითელ ეშმაკებში", ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა - მაიკლ კერიკმა, ჯერ მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივე მოიგო - თან ვისთან, ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილოსნებთან. იუნაიტედმა ჯერ მანჩესტერულ დერბიში დაამარცხა სიტი (2:0), შემდეგ კი არსენალიც მიაყოლა (2:3) და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ზედა 4-ეულში შევიდა.

ორივე მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა მანჩესტერ იუნაიტედის 21 წლის დანიელმა მცველმა - პატრიკ დორგუმ, რომელმაც ორივე მატჩში უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა შეძლო, როგორც სიტისთან, ასევე ლივერპულთან და გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

რამდენიმე წუთის წინ კი, სამწუხარო ამბავი გავრცელდა - პატრიკ დორგუ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ტრავმირებულია და მას მოედანზე დაახლოებით 3 თვის განმავლობაში (10 კვირა) ვერ ვიხილავთ.

21 წლის დანიელ ფეხბურთელს სამედიცინო კვლევები დღეს დილით ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მან ბარძაყის კუნთი საკმაოდ მძიმედ დაიზიანა, რის გამოც 10 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს - მისი ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე გუნდის ექიმები ელოდნენ.

პატრიკ დორგუ, რომელიც მანჩესტერმა ლეჩედან მოიყვანა, 'წითელ ეშმაკების' მხრიდან, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან სიტისა და არსენალის წინააღმდეგ გამარჯვებულ თამაშებში გოლის გატანა შეძლო, ასევე სწორედ მისი გოლით მოიგო მანჩესტერმა ნიუკასლის წინააღმდეგ.

იუნაიტედის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება, ამ მომენტისთვის კი, ისინი სწორედ მეოთხე ადგილზე არიან და უსწრებენ როგორც ჩელსის, ასევე ლივერპულს.

სხვა სტატიები