Belive

ევროპა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, რანგით მეორე და მესამე ევროპულ ტურნირებზე, ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის ამ ეტაპზე აღარ დარჩა ესპანური კლუბი - მეოთხედფინალში, სელტა გერმანულმა ფრაიბურგმა გამოაგდო (ორი მატჩის ჯამში 6:1), ხოლო ბეტისი პორტუგალიურმა ბრაგამ გამოთიშა ასპარეზობას. ბრაგამ ბეტისს სტუმრად 4:2 მოუგო (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა).

ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ორმა ინგლისურმა კლუბმა - ნოტინგემმა პორტუს აჯობა 1:0 (პირველი მატჩი 1:1), ხოლო ასტონ ვილამ, ორი მატჩის ჯამში, 7:1 დაამარცხა ბოლონია.

ნახევარფინალური წყვილები:

ფრაიბურგი/ბრაგა
ნოტინგემი/ასტონ ვილა

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია კონფერენს ლიგაზეც, ფინალში გასასვლელად ბადის ერთ მხარეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შახტარი/კრისტალ პალასი, ხოლო მეორე მხარეს რაიო ვალეკანო/სტრასბურგი.