Belive

რა შემთხვევაში მოხვდება საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე?

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ისტორიაში პირველად პლეი-ოფში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის პირველობაზე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც თამაშდება. ახლა კი განვიხილოთ თუ რა შემთხვევაში შეძლებს რამაზ სვანაძის გუნდი მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე მოხვედრას.

ვინაიდან ოლიმპიადას პარიზი მასპინძლობს, საფრანგეთის ნაკრები ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთის დედაქალაქში ვერ ითამაშებს ინგლისის ნაკრები, რადგან ისინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არ არიან. როგორც იცით, ოლიმპიადაზე ინგლისელი სპორტსმენები ბრიტანეთის დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

ოლიმპიადის გამსვლელთა გამოსავლენად რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

1 - იმ შემთხვევაში თუ, საფრანგეთი ან ინგლისი მოახერხებს ნახევარფინალში გასვლას, ოლიმპიადაზე ავტომატურად დანარჩენი სამი ნახევარფინალისტი მოხვდება.

2 - იმ შემთხვევაში თუ, ნახევარფინალში ვერც საფრანგეთი და ვერც ინგლისი იასპარეზებს, გაიმართება მე-3 ადგილისთვის მატჩი.

3 - იმ შემთხვევაში თუ, ნახევარფინალში მოხვდება საფრანგეთიც და ინგლისიც მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის ოლიმპიური საგზურისთვის დამატებითი მატჩი გაიმართება.

დამატებითი მატჩი ოლიმპიადის საგზურისთვის დიდი ალბათობით, 7 ან 8 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.

ორი საუკეთესო გუნდი წაგებული მეოთხედფინალისტებიდან აირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. საუკეთესო პოზიცია ჯგუფში
  2. ქულების მეტი რაოდენობა ჯგუფში
  3. ბურთების უკეთესი სხვაობა ჯგუფში
  4. გატანილი გოლების მეტი რაოდენობა ჯგუფში
  5. ბურთების უკეთესი სხვაობა მეოთხედფინალურ მატჩში
  6. გატანილი გოლების მეტი რაოდენობა მეოთხედფინალურ მატჩში
  7. დისციპლინარული მახასიათებლები
  8. საუკეთესო პოზიცია უეფა-ს რეიტინგში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ყველაფერი დღეს გაირკვევა. ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის ჩეხეთი, ისრაელი და გერმანია არიან.

სხვა სტატიები