რობერტო მარტინესი: "ჩვენ ერთა ლიგის ჩემპიონობა დავიმსახურეთ"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.
მატჩის დასრულებისა და ტიტულის მოპოვების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო მარტინესმა მედიასთან ისაუბრა.
„ძალიან ვამაყობ ამ გუნდით - ფინალში გამარჯვება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯეროდა და წარმოუდგენელი ხასიათი გამოვავლინეთ, როდესაც ესპანეთის ნაკრები თამაშში წინ 2-ჯერ გავიდა. თამაშის დროს განვითარების უნარი გვქონდა და ვფიქრობ, ერთა ლიგის მოგება დავიმსახურეთ.
მნიშვნელოვანია, რომ 11-ზე მეტი მოთამაშე გვყავდეს - ეს ფიზიკურად დატვირთული თამაში იყო. ბურთის მოგებას ვერ ვცდიდით ესპანეთისთვის სივრცეების გათავისუფლების გარეშე. ნელ-ნელა ვაჩვენეთ, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდა, თუ როგორ შეგვექმნა საფრთხე და გაგვეტანა ორი გოლი. სათადარიგო მოთამაშეებმა, რომლებიც მოედანზე შემოვიდნენ, საბოლოო შედეგში დიდი წვლილი შეიტანეს.
წინა პერიოდთან შედარებით მეტი ხასიათი და თავდაჯერებულობა გვაქვს, რასაც წარმატება მოაქვს..." - რობერტო მარტინესი
შეგახსენებთ, რომ რობეტო მარტინესმა სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი ტიტული მოიგო - მას აქამდე სულ 2-ჯერ ჰქონდა ტიტული მოპოვებული.
პირველად 2007/2008 წლებში, მაშინ როდესაც სვონსიში ინგლისის მესამე ლიგის გამარჯვებული გახდა, შემდეგ 2012/2013 წლებში უიგანთან ერთად ინგლისის FA თასი მოიგო, ახლა კი იგი პორტუგალიასთან ერთად უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია.