Belive

რა შემთხვევაში განიხილავს იბრაჰიმოვიჩი კარიერის ზაფხულში დასრულებას

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას განიხილავს. ამის მიზეზი შვედი ფორვარდის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა გახდა. როგორც ცნობილია, იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან წასვლა პესიმისტურ ნოტზე არ სურს. ამის გამო, ზლატანი კარიერას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ ამ სეზონში "მილანთან" ერთად ერთ ტიტულს მაინც მოიგებს. მოგეხსენებათ, რომ "როსონერი" ახლა სერია A-ს ლიდერობს და კოპა იტალიის ნახევარფინალშია გასული, სადაც "ინტერთან" ითამაშებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანი" იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. მიმდინარე სეზონში 40 წლის იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები