აურელიო დე ლაურენტისი: "ვიქტორ ოსიმენი მილანის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს"
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "მილანთან" პირველი შეხვედრის წინ, მთავარ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი სათამაშოდ მზად არ არის.
იტალიური გამოცემა Repubblica აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ისკიაში შვებულებაში მყოფინეპოლელთა ხელმძღვანელი რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "სამწუხაროდ, ის სათამაშოდ მზად არ არის - იმედი გვაქვს, რომ მას 18 რიცხვში ჩვენს სტადიონზე ვიხილავთ".
"ნაპოლის" სამატჩო განაცხადი "მილანის" წინააღმდეგ 11 აპრილს საღამოს გამოქვეყნდება. როგორც იტალიური მედია საუბრობს, ე.წ. ცრუ ცხრიანის პოზიციაზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ემზადება. ასევე, ლუჩიანო სპალეტის მხრიდან, ცენტრალური თავდამსხმელის ადგილის დასაკავებლად ელიფ ელმასი და ჯაკომო რასპადორი განიხილებიან.
“მილანისა” და ნაპოლის პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.