Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი კვერნაძემ ნაპოლისა და ფროზინონეს მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა იტალიის მერვედფინალში ,,ნაპოლიმ'' ,,ფროზინონეს'' უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძე, რომელმაც მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ნეაპოლელთა შემტევი მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო.

გიორგი კვერნაძის თამაში Sofascore-მა 6,6 ქულით შეაფასა, კვარაცხელიას კი ამავე ვებგვერდმა 6,5-ქულიანი შეფასება დაუწერა.

  • კვერნაძემ, რომელიც ბურთს სულ 28-ჯერ შეეხო, 5-დან 1 დუელი მოიგო და 15-დან 14 ზუსტი გადაცემა (93%) გააკეთა.

  • კვარაცხელია ბურთს 22-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 7-დან 3 დუელი მოიგო და 9-დან 6 ზუსტი პასი (67%) გააკეთა.

,,ფროზინონე'' იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინის ,,იუვენტუსისა'' და ,,სალერნიტანას'' წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები