Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან მატჩში?

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში "მონცამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი მატჩი ჩაატარა, ქართველმა "ატალანტასთან" დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრის პირველი გოლი მონცაში ნაპოლიდან ამ ზამთარს მისული ძერბინის პასით გავიდა, გოლი კი მილან ჯურიჩის ანგარიშზეა.

პირველი ტაიმი ნაპოლიმ უსუსრად ჩაატარა, თუმცა მეორე ტაიმის 55-ე წუთიდან ყველაფერი შეიცვალა, ჯერ ვიქტორ ოსიმენი ახტა უჩვეულოდ მაღლა და თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 2 წუთში შეცვლაზე შემოსულმა პოლიტანომ შორეული დარტყმით პირდაპირ ცხრიანში შეაგდო, კიდევ 2 წუთში კვარაცხელიას ასისტით ჟელინსკიმ, ასევე ლამაზი დარტყმით აიღო მონცას კარი, ცენტრიდან გათამაშებიდან პირველივე შეტევაში კი მონცამ ფეხბურთელმა, ანდრეა კოლპანიმ სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა.

კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი გაატარა, კალცონამ ქართველი რასპადორით შეცვალა და შემოსვლიდან არასრულ 1 წუთში იტალიელმა მონცას მეოთხე გოლი გაუტანა.

sofascore-ს მიხედვით ხვიჩამ 7.3 ქულა დაიმსახურა, whoscored-მა კი 7.6 დაუწერა. საკუთარი გუნდის შემადგენლობაში კვარაცხელია რეიტინგით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს, პოლიტანოსა და ჟელინსკის ჩამორჩა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები