Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ემპოლისთან მატჩში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ემპოლის'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მატჩში 54-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც Sofascore-სგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

კვარას შეხვედრის 89-ე წუთზე ნეაპოლელთა დაწინაურება შეეძლო, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია.

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 29-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა (ორჯერ კარში) 4-დან 3 დუელი მოიგო და 17-დან 15 (88%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6,4 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 25 ნოემბერს, ,,ატალანტასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები