რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრესტთან მატჩში?
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ,,ბრესტთან'' მოგებულ მატჩში ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე ჩაერთო.
კვარა, რომელმაც Sofascore-სგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, ბურთს სულ 18-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 11-დან 9 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%) და 4-დან 1 დუელი მოიგო.
6.1 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 6.4-ით კი - Flashscore-მა.
,,პსჟ-სა'' და ,,ბრესტს'' შორის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი ლუის ენრიკეს გუნდი ,,ტულუზას'' ესტუმრება.
✅ FT: Brest 0-3 Paris Saint-Germain!
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 11, 2025
⚽️ A goal from @vitinha and a double from @dembouz puts us in command of this @ChampionsLeague play-off!
🔴 ALLEZ PARIS 🔵#SB29PSG pic.twitter.com/rLJybAm6Yp