Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა.

კვარამ Sofascore-სგან 6,6-ქულიანი შეფასება მიიღო.

ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო, 11-დან 5 დუელი მოიგო და 18-დან 14 (78%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.1 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 13 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.

სხვა სტატიები