რივალდო: "თუ ფლიკს ტიტულების მოგება სურს, ეს ასპექტი სასწრაფოდ უნდა გამოასწროს..."
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 52 წლის ბრაზილიელმა - რივალდომ, "ბარსელონას" და უფრო კონკრეტულად, ჰანსი ფლიკის შესახებ ისაუბრა.
"პირდაპირ რომ ვთქვათ, ფლიკი ბარსელონაში საოცრად მუშაობს. გუნდს დაეტყო კარგი მწვრთნელის ხელი და ეს მათ თამაშზე იდეალურად აისახება.
ერთადერთი ასპექტი, რომლის გამოსწორებაც ჩემი აზრით მთავარი პრიორიტეტია, არის დაცვის ხაზი. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს დაცვის ხაზსა და მათ თამაშს.
თუ ფლიკს ტიტულის მოგება სურს, მან უნდა გამოასწოროს ბარსაში დაცვითი შეცდომები. მსგავსი შეცდომების განმეორება არ შეიძლება მომდევნო რამდენიმე მატჩში, რაც გადამწყვეტი იქნება მიმდინარე სეზონში..." - რივალდო
რივალდო ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევია, რომელსაც კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ გუნდში უთამაშია, თუმცა თავი ყველაზე გამორჩეულად "ბარსელონადან" დაგვამახსოვრა.
მას ბრაზილიის ნაკრებში 74 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 35-ჯერ შეძლო გოლის გატანა. მან 1999 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.