Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ქოჩორაშვილმა ხიხონის წონააღმდეგ?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური ლა ლიგა 2-ის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო, გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტე” სტუმრად “ხიხონს” დაუპირისპირდა და ქოჩორაშვილისა და კარლოს ალვარესის გოლებით 1:2 დაამარცხა.

გიორგიმ მატჩის 42-ე წუთზე ლამაზი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. იქ, სადაც ყველა ჩაწოდებას ელოდა ქოჩორამ ბურთი კარში გაუშვა - დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა.

Flashscore-მ გიორგის თამაში 8 ქულად შეაფასა, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

Sofascore-ს შეფასება 7.4 იყო, რაც ასევე მეორე საუკეთესო შედეგია.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა 24/32 ზუსტი პასი შეასრულა (75%), 3 ბურთი ჩაჭრა და რაც მთავარია - გოლი გაიტანა.

“ლევანტე” მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, 21:00 საათზე, შინ “კადისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები