Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "აუცილებლად უნდა დავივიწყოთ რაც გავაკეთეთ"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ახალი ციკლის დაწყებას ჩვენი ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი გამოეხმაურა.

თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.

თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები - წერს ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში

24 წლის ნახევარმცველს, საქართველოს ნაკრებში დებიუტი, 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა, დღეს კი ის ჩვენი გუნდის შეუცვლელ წევრად ითვლება და გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა.

სხვა სტატიები