Belive

გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება ხიხონის წინააღმდეგ

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში "ლევანტე" "ხიხონს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, 88-ე წუთზე კი შეცვალეს. Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 7.7-ით შეაფასა და ეს მატჩში მესამე საუკეთესო შეფასება იყო კარლოს ალვარესის (8.5) და რუბენ იანესის (8.1) შემდეგ. გიორგი ბურთს 97-ჯერ შეეხო, 74 გადაცემიდან 64 ზუსტად შეასრულა (86%), კარისკენ ერთხელ დაარტყა, 8 ორთაბრძოლიდან 4-ში გამარჯვებული დარჩა, დრიბლინგის მცდელობა 3-ჯერ ჰქონდა და 2 წარმატებული იყო.

"ლევანტე" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 44 ქულით მე-5 პოზიციაზეა (11 მოგება, 11 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 თებერვალს, 21:30 საათზე, "მირანდესის" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები