"მოედანზე მომხდარ მოვლენებს სრული პასუხისმგებლობით ჩემ თავზე ვიღებ" - ვალენსიას მწვრთნელი
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" "ვალენსია" 7:1 დაამარცხა, მატჩის შემდეგ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
მოედანზე მომხდარ მოვლენებს ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ჩემ თავზე ვიღებ ხოლმე და აუცილებელია "ბარსელონა"-სთან ჩატარებული მატჩის შემდეგაც თვითკრიტიკულები ვიყოთ. ნამდვილად მტკივნეული იყო ასეთი შედეგის ნახვა, მჯერა, რომ უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე ეს მატჩში გამოჩნდა.
როდესაც ადამიანი ასეთ შედეგს იღებ რთულია რაიმე მიზეზებზე საუბარი, აქ პასუხისმგებლები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ. მეტოქეს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გავუწიეთ და ეს ჩემი ბრალია, გუნდისგან პოზიტიური საერთოდ არაფერი მოდიოდა. ვაპირებთ დროულ რეაგირებას, რომ მომდევნო მატჩებისთვის ასეთი რამ აღარ განმეორდეს და აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი მიზნისთვის. - კარლოს კორბერანი - "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი
"ვალენსია" ლა ლიგის ცხრილში 16 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა (3 მოგება, 7 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას "ღამურები" 2 თებერვალს, 19:15 წუთზე, "სელტას" წინააღმდეგ გამართავენ.