ბარახა: "როცა გვიჭირს, მამარდაშვილის დახმარება გადამწყვეტია"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ვალენსია" სტუმრად "ხეტაფეს" ეთამაშა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი ბოლო წუთებზე დადგა, სადაც ქართველი მეკარე ვალენსიელებს მხსნელად მოევლინა. გიორგი მამარდაშვილმა, 95-ე წუთზე ძალიან რთული ორმაგი სეივი შეასრულა და რუბენ ბარახას გუნდს ქულა გადაურჩინა. 'ღამურების' მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ამ მომენტის შესახებ დაუსვეს კითხვა.
მამარდაშვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როცა გვიჭირს აუცილებელია, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს. გიორგი გადამწყვეტი ფაქტორია, მან გადაგვარჩინა, რადგან ანგარიში 2:1 გახდებოდა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა.
სამწუხაროა, რომ 3 ქულის აღება ვერ მოვახერხეთ. პენალტის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ ფეხზე დადგომა შეგვიძლია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. - განაცხადა რუბენ ბარახამ
ვალენსია ამ სეზონში ცუდ მდგომარეობაშია. 11 ტურის შემდეგ, გუნდს მხოლოდ 7 ქულა აქვს და ჩემპიონატის ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში გიორგი მამარდაშვილს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება ელის, ვალენსიას ბერნაბეუზე ელ კლასიკოში განადგურებული "რეალი" მიიღებს.