Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა რაიო ვალეკანოსთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-18 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,რაიო ვალეკანო'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც SofaScore-სგან 6,8-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ერთხელ მოიგერია, ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო და 28-დან 11 (39%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6,7 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Whoscored-მა.

18 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 3 იანვარს, ,,ვილიარეალთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები