დიდი ეპოქის დასასრული | ერნესტო ვალვერდე ბილბაოს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს
62 წლის ესპანელმა მწვრთნელმა - ერნესტო ვალვერდემ, სეზონის დასრულების შემდეგ ბილბაოს ატლეტიკის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბასკური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ადასტურებს, რომ დიდი ეპოქა სრულდება.
ℹ️ Ernesto Valverde anuncia que no será el entrenador del Athletic la próxima temporada.
— Athletic Club (@AthleticClub) March 20, 2026
"Es una decisión que he madurado desde hace tiempo y está hablada con el Club"
"Faltan diez partidos en los que tenemos mucho que ganar"
Queda pendiente una despedida a tu altura, mister.
ერნესტო ვალვერდემ სამწვრთნელო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, რომელსაც დღესაც წვრთნის. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ის არაერთხელ ედგა ბილბაოს ატლეტიკს სათავეში, ახლა კი ამ კლუბში უკვე მესამედ მწვრთნელობს.
პირველად იყო 2001-2002 წლების სეზონი, როდესაც იცი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2003-2005 წლებში კი ბასკურ გუნდს სათავეში პირველად ჩაუდგა. შემდეგ იყო რამდენიმე კლუბი, 2013-2017 წლებში კი კვლავ ბილბაოს ატლეტიკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ამის შემდეგ იყო კარიერის მწვერვალი, როდესაც იგი ბარსელონაში წავიდა და 3 წლის განმავლობაში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო. ბარსელონას დატოვების შემდეგ კი, იგი კვლავ ბილბაოში დაბრუნდა და 2022 წლიდან კვლავ ბილბაოს უდგას სათავეში.
ლეგენდარულმა მწვრთნელმა ბილბაოს დატოვების შესახებ პირველ დეტალებზე ისაუბრა.
"ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ და რომელიც კლუბთან ერთად განვიხილე.
სეზონის ბოლომდე დარჩენილია ათი მატჩი, რომელშიც ბევრი რამის მოგება შეგვიძლია, ამიტომ ამ მატჩებში ყველაფერი უნდა ჩავდოთ ისევე როგორც მე, ასევე ბიჭებმა.
ვფიქრობ, რომ ამოვწურე ამ კლუბში საკუთარი თავი და შესაძლებლობები, შესაბამისად ყველაფერს აქვს დასასრული..." - ერნესტო ვალვერდე
62 წლის ესპანელმა თავკაცმა, ბასკურ გუნდთან ერთად 2015/2016 წლებში ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, 2023/2024 წლების სეზონში კი ბილბაოს ესპანეთის თასი მოაგებინა.