Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ოსასუნასთან შეხვედრაში?

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ოსასუნას'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც SofaScore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 29-ჯერ შეეხო და 21-დან 15 (71%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა.

7 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 5 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზეა.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 28 სექტემბერს, ,,სოსიედადთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები