Belive

რა შეფასება დაიმსახურა ბუდუ ზივზივაძემ კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ?

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა კაიზერსლაუტერნთან ფრედ 0:0 ითამაშა. ბუდუ ზივზივაძემ მატჩი სათადარიგოდან დაიწყო და შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო.

ქართველმა ფეხბურთელმა 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 20-ჯერ შეეხო, ხოლო 12 გადაცემიდან 8 ზუსტად შეასრულა (67%).

ბუდუ ზივზივაძის შეფასება:

  • Sofascore: 6.2

  • Flashscore: 6.2

  • Whoscored: 6.2

ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 14 ქულით მე-3 პოზიციაზეა (4 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 17 ოქტომბერს ვოლფსბურგის წინააღმდეგ გამართავს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი.