Belive

ბუდუ ზივზივაძის შეფასება დარმშტადტის წინააღმდეგ

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმი დარმშტადტს ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. ანგარიში თავდაპირველად ჰაიდენჰაიმმა გახსნა და ეს ბუდუ ზივზივაძემ მე-5 წუთზე მოახერხა, მას შემდეგ კი დარმშტადტმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა - ლარს კელმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც ალექსანდრ ვუკოტიჩმა გაიტანა.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მან 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 36-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, 13 გადაცემიდან 10 ზუსტად შეასრულა (77%), სულ 8-ჯერ დაარტყა - 3-ჯერ კარში, 3-ჯერ კარისკენ, 2-ჯერ კი დაუბლოკეს.

ბუდუ ზივზივაძეს თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა:

  • Sofascore: 7.4

  • Flashscore: 8.4

  • Whoscored: 8.0

ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 16 ქულით მე-7 პოზიციაზეა (4 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 27 ნოემბერს ნიურნბერგის წინააღმდეგ გამართავს.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები