Belive

ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - ქართველის შეფასება ნიურნბერგთან

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის მეცამეტე ტურში ჰაიდენჰაიმმა ნიურნბერგს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, მასპინძლებმა, 7-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა (61-ე წუთზე მისი გოლი წინგამყვანი აღმოჩნდა 2:1). ზუსტად ერთი კვირის წინ, ბუდუმ დარმშტადის კარიც აიღო და ახლა მას ჩემპიონატში 6 გოლი დაუგროვდა. ქართველმა თავდამსხმელმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით, მისი რეიტინგი 7.1-დან 7.7-დეა.

19 ქულით ჰაიდენჰაიმი მეექვსე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ბუნდესლიგაში პირდაპირ დაწინაურების ზონას.

სხვა სტატიები