Belive

რა მოხდება პენალტების შემთხვევაში? - ნაპოლის ხუთეული, რომელიც თერთმეტმეტრიანებს შეასრულებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ნაპოლი" - "მილანს" უმასპინძლებს და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში მოხვედრას შეეცდება.

გუნდებს შორის პირველი მატჩი სან სიროზე შედგა და მილანელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. შესაბამისად, დიდი შანსია იმის, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი ძირითად დროში ვერ გადაწყდეს და შეხვედრა დამატებით ტაიმებსა და პენალტების სერიამდეც კი მივიდეს.

იტალიურმა მედიამ გაარკვია, თუ რომელი ფეხბურთელები ემზადებიან პენალტების შესასრულებლად. იმ შემთხევაში, თუ საქმე 11-მეტრიანი დარტყმების სერიაზე მიდგება, ნეაპოლელთა შემადგენლობიდან პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ზიელინსკი, მატეო პოლიტანო, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი დი ლორენცო შეასრულებენ.

"ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი 18 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები