ედენს აზარი მადრიდის "რეალში" 2 თვის წინ 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მხოლოდ ახლა შეიძინა და როგორც ჩანს აზარს კომფორტში ფული არ ენანება.
მსოფლიო ფეხბურთის მოწინავე ვარსკვლავებს შორის გამოჩენამ აზარის ქონებაც საგრძნობლად გაზარდა, და სავარაუდოდ ბელგიელი დღეს 83 მილიონიან ქონებას ფლობს. მადრიდულ ვილაში კი ედენმა 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა, და ის ცნობილი მომღერლის ალეხანდრო სანსისგან შეიძინა. სახლი ლა ფინკას უბანში მდებარეობს სადაც აზარის რამდენიმე თანაგუნდელი ცხოვრობს.
6 საძინებლიანი ვილა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის ხოაკინ ტორესის დაპროექტებულია და ფოტოებზე ვიხილავთ რომ ბელგიელს 10 მილიონი ტყუილად არ გადაუხდია.
ასე გამოიყურება სახლი გარედან
სახლს აქვს შიდა აუზიც
მისაღები ოთახი მდიდრულია
კიდევ ერთი სივრცე სტუმრების მიღებისათვის
ზოგიერთი კედელი მთლიანად გიგანტური კრისტალისგანაა შექმნილი რათა სინათლე არ გაატაროს
ასე გამოიყურება 10 აბაზანიდან ერთ-ერთი
სახლის კინოთეატრისათვის განკუთვნილი მოზრდილი სივრცე
6 საძინებლიდან ერთ-ერთი
სახლს ასევე გააჩნია სპა, სავარჯიშო დარბაზი და ჩოგბურთის კორტები. ორთვიანი ძიების შემდეგ აზარმა მყუდრო ნავსაყუდელს მიაგნო და როგორც ჩანს ის "რეალში" დიდხანს აპირებს დარჩენას.