Belive

გვარდიოლა: ,,გულშემატკივრები გვჭირდება, რათა ამ ტურნირის მეფეები დავამარცხოთ''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,რეალთან'' ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპასუხო მატჩში ,,სამეფო გუნდი'' მინიმუმ ერთი გოლის გატანას შეძლებს:

,,კარგად დავიწყეთ, მაგრამ რეალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ და შეტევაში სწრაფად გადადიან.

პირველ ტაიმში ბურთის ფლობისას ცოტას ვნერვიულობდით და მას შემდეგ, რაც მეტოქე დაწინაურდა, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა ასე ხდება, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. თუმცა, მეორე ნახევარში საკუთარი თავი მაინც გამოვავლინეთ. ძალიან კარგად ვთამაშობდით, ბევრად უკეთესად, ვიდრე პირველ ტაიმში და ორი ფანტასტიკური გოლიც გავიტანეთ.

ახლა საპასუხო თამაში მოსაგები გვაქვს, მაგრამ იქ ჩვენი გულშემატკივრები იქნებიან. ჩვენ გვჭირდება მათი ენერგია, რათა ამ ტურნირის მეფეები დავამარცხოთ. თუმცა, რეალი გოლს გაიტანს, ამაში დარწმუნებული ვარ.'' - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აპრილს, მანჩესტერში გაიმართება.

სხვა სტატიები