Belive

"მბაპე ტკივილმა შეაწუხა და მოედნიდან გასვლა მთხოვა" - კარლო ანჩელოტი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, "რეალისა" და "ალავესის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

"ალავესის" კარი კილიან მბაპემაც აიღო, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით გატანილი 5 გოლი დაუგროვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ მე-80 წუთზე, "სამეფო კლუბის" ფრანგი ვარსკვლავი კუნთის ტკივილმა შეაწუხა და შეცვლა ითხოვა. ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს ტრავმა საგანგაშო არაა, თუმცა მას მომდევნო 24/48 საათის განმავლობაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება და ტრავმის რეალური სიმძიმე მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბლანკოსს" მძიმე გასვლითი დაპირისპირება ელის - 29 სექტემბერს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდული გრანდების "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი გაიმართება.

სხვა სტატიები