Belive

ანჩელოტი: ,,ბელინგემი, ყოველდღე გვაოცებს''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ნაპოლისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ორივე გუნდისგან ძალიან გახსნილი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი გავიდა და არაერთი მომენტი შეიქმნა. როდესაც დაღლილობა ვიგრძენით, ენერგიის აღდგენა შევძელით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ვფიქრობ, მთავარი ის ატმოსფეროა, რომელიც გასახდელში სუფევს. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები და კონცენტრირებულები არიან. ასეთ თამაშებში გარდამტეხი სწორედ ეს ფაქტორებია.

ნიკო პასი? მან გააკეთა ის, რისი იმედიც გვქონდა! პასი ამ გუნდის მომავალია, რადგან ყველა თვისება აქვს, რაც რეალის ფეხბურთელს სჭირდება.

ბელინგემზე - ჯუდი ყოველდღე გვაოცებს. ალბათ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ - მთელ მსოფლიოს... ის ფეხბურთის საჩუქარია. ასეთი ტალანტის და პოტენციალის მქონე ბიჭის ხილვა ყველას უხარია. იმედია, ასე გააგრძელებს. ბელინგემმა ესპანური ენა უკეთ უნდა ისწავლოს, მაგრამ, როგორც ყოველთვის ვამბობ - სრულყოფილი არავინაა!'' - კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

5 ტურის შემდეგ, მადრიდელები ჯგუფში 15 ქულით ლიდერობენ - ანჩელოტის გუნდს პლეი-ოფში გასვლა პირველი ადგილით აქვს განაღდებული.

სხვა სტატიები