რა ეჭვი აქვთ კვარაცხელიას ტრავმაზე?
ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-მ ძალის მორიგი დემონსტრაცია შემოგვთავაზა და „პარკ დე პრენსზე“ ბარსელონა ანგარიშით 4:2 დაამარცხა, თუმცა გამარჯვებით გამოწვეული სიხარული, ლუის ენრიკეს გუნდის საკადრო მდგომარეობის გამო, შეშფოთებამ მალევე ჩაანაცვლა.
კვარაცხელია მატჩის მეორე ტაიმში, ხავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ, მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა. პარიზელთა ხელმძღვანელობა წინასწარი პროგნოზების გაკეთებას ერიდება და ოთხშაბათისთვის დაგეგმილ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT) ელის, თუმცა ფეხბურთელის უახლოეს გარემოცვაში შიშობენ, რომ კვარამ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
უსმან დემბელე, მარკინიოსი და ხვიჩა კვარაცხელია არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც მოედანი დაზიანების გამო დატოვეს: თუ პირველი შემთხვევაში საქმე, სავარაუდოდ, მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანებასთან გვაქვს, ყველაზე მეტად პარიზელებს სწორედ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა აშფოთებთ.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: There are fears that Khvicha Kvaratskhelia may have suffered an ACL tear. The PSG forward is set to undergo an MRI scan on Wednesday, but the initial medical assessments are far from reassuring. If it’s confirmed, he will MISS the remainder of the season. — @lequipe
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 21, 2026
Bruttissimo infortunio per Kvaratskhelia, buona guarigione ❤️ https://t.co/AVVFwP0Nd4
— Pasquale🏆 (@McPako8) October 20, 2026