Belive

ქუთაისის ტორპედოს მეკარე ხეტაფეში ვარჯიშობს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდა მეკარე, დავით ასათიანი შესაძლოა ესპანურ კლუბში აღმოჩნდეს. Live.ge-ს ინფორმაციით, იმერული კლუბის ახალგაზრდა გოლკიპერი ესპანეთში იმყოფება და ლა ლიგის ბინადარი "ხეტაფეს" რიგებში ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდიც ავრცელებს. 18 წლის ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის აღზრდილია და კლუბის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები, სადაც "საბურთალოს" წინააღმდეგ ორ შეხვედრაში პენალტების მოგერიებაც მოახერხა.  

სხვა სტატიები