ქუთაისის ტორპედოში საფრანგეთის ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, მამადუ სახო ქუთაისის ,,ტორპედოში'' ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
ფეხბურთელის ბოლო გუნდი ,,მონპელიე'' იყო, რომელთანაც ხელშეკრულების ვადა წელს ამოეწურა. შესაბამისად, 34 წლის მცველი ქართულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
,,მონპელიეს'' გარდა, სახო კარიერის განმავლობაში ,,პარი სენ ჟერმენში'', ,,ლივერპულსა'' და ,,კრისტალ პალასში'' თამაშობდა. მის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩში (2010-2018 წლებში) 2 გოლია.