Belive

"ყველაფერს გავაკეთებ ჩემი რეკორდის დასაცავად" - ალან შირერი

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ალან შირერმა ხუმრობით თქვა, რომ თუ ჰარი კეინს ამ ზაფხულს "ბაიერნში" გადასვლა სურს, ჰარის პირადი მძღოლის ფუნქციას შეითავსებდა. მისი თქმით, ალანს ძალიან სურს საკუთარი პრემიერ ლიგის რეკორდის დაცვა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

შირერი ფიქრობს, რომ კეინი მის რეკორდს - 260 გოლი პრემიერ ლიგაში, მალე გააუმჯობესებს. თუმცა, ყველაფერი განსხვავებულად განვითარდება თუ "ტოტენჰემის" თავდამსხმელი "ბაიერნს" შეუერთდება.

"თუ ჰარის "ბაიერნში" გადასვლა სურს, მიუნხენში მისი მანქანით თავად ჩავიყვან. ჩემი პრემიერ ლიგის რეკორდის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ." - იხუმრა ალან შირერმა.

"თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ჩემი იმედები არ გამართლდება. ჰარი თითქმის 30 წლის არის, თუმცა, ის კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. მძიმე ტრავმები უკვე მოშუშებული აქვს. ინგლისიდან წასვლის შემდეგ, თუ კვლავ უკან დაბრუნებას გადაწყვეტს ჩემს რეკორდს აუცილებლად მოხსნის. მას ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია." - განაცხადა შირერმა Athletic-თან საუბრისას.

კეინი, რომელსაც "დეზებთან" კონტრაქტი ამ წელს ეწურება კლუბის დატოვებასთან ახლოს არის. "ბაიერნი" "ტოტენჰემის" ცხრიანის შეძენით აქამდეც ინტერესდებოდა და ლონდონურ კლუბს 60 მილიონი ფუნტიც შესთავაზეს, რაზეც ინგლისელებმა უარი თქვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემი" კეინს მხოლოდ 100 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.

სხვა სტატიები