ალვარო მორატა: "მედიიდან ვიგებ რომ კლუბს აღარ ვჭირდები, ატლეტიკოს დავტოვებ..."
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა - ალვარო მორატამ, ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურად დაწყებამდე, ესპანურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი დიდი ალბათობით მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებს.
მორატას თქმით, მან სოციალური ქსელების მეშვეობით გაიგო, რომ "ატლეტიკო" 8 ფორვარდს აკვირდება და აქედან ორი მათთვის უკვე პრიორიტეტულია.
"პრესიდან გავიგე, რომ ატლეტიკო 8 ფორვარდს აკვირდება და რამდენიმეს შეძენა სურს. როგორც ვხვდები, მე აღარ ვარ კლუბისთვის პრიორიტეტული და ძალიან საწყენია, რომ სოციალური მედიის საშუალებით ვიგებ ამ ყველაფერს და პირად კომუნიკაციაში არავინ ჩამაყენა საქმის კურსში.
ოქტომბერში 32 წლის ვხდები და არ შემიძლია, ამ ყველაფრის ფონზე კლუბში დავრჩე. რომ დავრჩე და არ ვითამაშო, ეს ჩემთვის დამღუპველი იქნება, სწორედ ამიტომ, მივხვდი რომ ამ კლუბისთვის ღირებული და პრიორიტეტული ფეხბურთელი არ ვარ. კლუბს დავტოვებ, თუმცა ამაზე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებ..." - ალვარო მორატა
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას შეძენით სერია A-ს გრანდები: "მილანი"; "იუვენტუსი" და "რომა" არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" პირველად 2019/2020 წლების სეზონში ჩაირიცხა, თუმცა შემდეგ კლუბმა იგი გაანათხოვრა. საერთო ჯამში, ესპანელმა ფორვარდმა "ატლეტიკოში" 154 მატჩი ჩაატარა, სადაც 58 გოლის გატანა და 14 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.