Belive

ყველაფერი შეთანხმებულია - დელე ალი ტოტენჰემის დასატოვებლად ემზადება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი საფრანგეთში გადასახლებასთან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს თქმით, "პარი სენ-ჟერმენი" ინგლისელი გამთამაშებლის დამატებით დაინტერესებულია. ალი ლონდონის დასატოვებლად უკვე მზადაა. 24 წლის შემტევს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "დეზებთან" ერთად არ უვარჯიშია. ბრიტანელი ნახევარმცველი "უიკომბის" წინააღმდეგ გამართულ ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში ჟოზე მოურინიოს მიერ შედგენილ განაცხადში არ ყოფილა და არც "ლივერპულთან" შეხვედრაში ითამაშებს. დელე დადებითად უყურებს "პსჟ-ში" გადასვლის პერსპექტივას, რომელმაც უკვე შესთავაზა ოფიციალური კონტრაქტი ფეხბურთელს. მხარეები იჯარის წესით ტრანსფერს განიხილავენ, რომელიც კონტრაქტის გამოსყიდვის ვარიანტს ითვალისწინებს, მაგრამ "ტოტენჰემს", რომელსაც კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დანიელ ლევი წარმოადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ფეხბურთელის გადაბირება უშუალოდ მაურისიო პოჩეტინოს ინტერესს წარმოადგენს, რომელმაც ალის ტალანტი "ტოტენჰემში" მუშაობის დროს თავად აღმოაჩინა და პრემიერლიგის ვარსკვლავობამდე გზა გაუხსნა. "ტოტენჰემთან" ფეხბურთელს თითქმის 6-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რა დროშიც მან 234 შეხვედრაში 64 გოლის გატანა და 57 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები