უეფამ პსჟ - ნიუკასლის VAR-ის ვიდეო ასისტენტი დასაჯა
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, მეხუთე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც "პსჟ" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა.
მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან გაათანაბრა. სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის გამო, უეფამ პსჟ - ნიუკასლის VAR-ის ვიდეო ასისტენტი - ტომაშ კვიატკოვსკი დასაჯა, რომელსაც დღეს "სოსიედადი" "ზალცბურგის" მატჩზე უნდა ემუშავა, თუმცა უსახური გადაწყვეტილების (დანიშნული თერთმეტმეტრიანი) გამო, რომელიც მან გუშინ ღამე მიიღო, მოკვეთილი იქნა ჩემპიონთა ლიგის სხვა მატჩიდან.
Following last night's decision by VAR to give PSG their late penalty against Newcastle, UEFA has stood down the VAR official for the Real Sociedad vs RB Salzburg #UCL game this evening 😬 pic.twitter.com/STFyycnkez
— Football on TNT Sports (@footballontnt) November 29, 2023
სწორედ ამ დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო, "ნიუკასლმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ვერ მოიპოვა და ბოლო ტურის წინ, F ჯგუფში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
"დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა, მეორე პოზიციას კი 7 ქულით "პსჟ" იკავებს. მესამე და მეოთხე ადგილებს 5-5 ქულით "ნიუკასლი" და "მილანი" იყოფენ.
ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურის მატჩებში გადაწყდება, სადაც "ნიუკასლი" - "მილანისა" და "დორტმუნდი" - "პსჟ"-ს დაპირისპირებები შედგება.